30 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
საქართველოში რუსეთის მხრიდან ჩაგვრას ებრძვიან და ხელისუფლებისგან დაპირებულ რეფორმას ითხოვენ - კონგრესმენი ჰარდი

საქართველოს მიმართ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები არ წყდება.

ამჯერად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ამერიკელი კონგრესმენი უილ ჰარდი "ტვიტერით" გამოეხმაურა. 

"ჩვენ გვესმოდა პროტესტი ჰონგ-კონგსა და ირანში, მაგრამ ასევე, მიმდინარეობს პროტესტი საქართველოშიც. ეს თავისუფლების მოყვარული ადამიანები არიან, რომლებიც ებრძვიან ჩაგვრას რუსეთის მხრიდან და მოითხოვენ, რომ მათმა ხელისუფლებამ განახორციელოს დაპირებული დემოკრატიული რეფორმა. მოხარული ვარ, რომ კონგრესი მათ ორპარტიული გზით უჭერს მხარს," - წერს კონგრესმენი ჰარდი.

დღის ამბები