30 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
​ჩინეთის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ, საქართველოს ხვალ დატოვებენ და ჩინეთში დაბრუნდებიან

ინფექციურ საავადმყოფოში რჩება ამ დრომდე 4 პაციენტი, რომლებთან დაკავშირებითაც კორონავირუსის ეჭვი არსებობდა. არც ერთ მათგანს ლაბორატორიულად ე.წ. ჩინური ვირუსი არ დაუდასტურდა. მათ H1N1- ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი დაუდგინდათ.  პაციენტებს მაღალი ტემპერატურა და რესპირატორული დაავადების სიმპტომები აღენიშნებოდათ.

"კურიერი" ჩინელი ბავშვების მშობელს ესაუბრა. როგორც ბავშვების მამა პენგ ლი აცხადებს, ისინი ხვალ საქართველოს დატოვებენ და მკურნალობას ჩინეთში გააგრძელებენ.

"ისინი უბრალოდ დარწმუნდნენ, რამდენად შევძლებდით ხვალ ჩინეთში დაბრუნებას. კარგად იცით, რომ ჩინეთში ნორმალური მდგომარეობაა. ქვეყნის მთავრობა ვირუსის კონტროლს ახერხებს," - განაცხადა გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვების მამამ პენგ ლიმ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის განყოფილების გამგის, მარინა ენდელაძის განმარტებით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი კლინიკიდან დღეს გაეწერება. უკვე იცით, რომ ვირუსებზე გამოკვლეული არიან, ორ ჩინელს "ა" ტიპის გრიპი აღენიშნება და ისინიც გაეწერებიან კლინიკიდან. მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია," - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის განყოფილების გამგე მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებთან დაკავშირებითაც ასევე არსებობდა ეჭვი, რომ კორონავირუსი აღენიშნებოდათ, ვირუსი არც მათ დაუდასტურდათ. თუმცა მათ ბიოლოგიურ მასალას გერმანიაში მაინც გადააგზავნიან.

დღის ამბები