30 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
დონალდ ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ ღაზის სექტორში ვითარება დაიძაბა

დონალდ ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ ღაზის სექტორში ვითარება დაიძაბა.

პალესტინამ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა. მანამდე კი ისრაელის საჰაერო ძალებმა პალესტინის თავდასხმას უპასუხეს.

მათი ლიდერი მაჰმუდ აბასი გაეროში საუკუნის გეგმის წინააღმდეგ რეზოლუციის შეტანას გეგმავს. ტრამპის ინიციატივა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება.

გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

დღის ამბები