30 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
მაიკ პომპეო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინაშია. მაიკ პომპეომ ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკვე გამართა. მაღალი რანგის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დონბასში არსებული ვითარება იყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონს არსებული კონფლიქტის მოგვარებისთვის მეტი ჩართულობა სთხოვა. ვიზიტი იმ ფონზე შედგა, როდესაც შტატებში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს და საქმის მთავარი ფიგურანტი სწორედ უკრაინის პირველი პირია.

დემოკრატები თეთრი სახლის ლიდერს ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, რათა მას ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. ცნობილია, რომ მაიკ პომპეო უკრაინის შემდეგ ბელარუსს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ესტუმრება.

დღის ამბები