30 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
თურქეთის ქალაქ კაისერში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ კაისერიში, სარიოლანის რაიონში ქართველი ქალი, 53 წლის ი.კ. მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 იანვარს გამთენიისას, 3 ქალს, რომლებიც ღამის კლუბში მუშაობდნენ, თავს სამსახურიდან გამოსვლის დროს დაესხნენ.

უცნობმა პირებმა მათ მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და მძიმედ დაიჭრა მასთან მყოფი კიდევ 2 ქალი.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები