ინდოეთში მამაკაცმა საკუთარი შვილის დაბადების დღეზე, სახლში მისული სტუმრები მძევლად აიყვანა. მათ შორის 23 მცირეწლოვანი ბავშვი და რამდენიმე ქალი იყო.
პოლიციამ მამაკაცის განეიტრალება შეძლო. დამნაშავის მოტივი უცნობია.
მამაკაცს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ის ცოტა ხნის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.