30 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - "შეცვალეს" აქტივისტები მაჟორიტარ-დეპუტატის ბიუროში შეიჭრნენ

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში. მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა დღეს ქალაქის მაჟორიტართან მერაბ ქვარაიასთან შეხვედრა ითხოვეს. ამასთანავე, მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს პროპორციული არჩევნების ჩაგდება, ქვარაია ნეპოტიზმშიც დაადანაშაულეს და ასევე წარსულში ნასამართლეობა შეახსენეს.

მათ ასევე მერაბ ქვარაიასთვის სიმბოლურად სიგელის გადაცემა სურდათ, თუმცა ამის საშუალება ბიუროს წარმომადგენლებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტებმა მათ მონები უწოდეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

"თავისი ნათესავები, ცოლის დეიდაშვილები, თავისი დეიდაშვილეები, ყველა საჯარო სამსახურში ჰყავს დასაქმებული ამ ბიძინას მონას," - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მერაბ ქვარაიას მაჟორიტარული ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი ბაღათურია გაცხადებით, მსგავსი ფორმის პერფორმანსი მედია საშუალებების ყურადღების მისაბყრობად, მათთვის მიუღებელია.

"ნებისმიერ მოქალაქეს მისი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად შეუძლია აქ მობრძანდეს, გაგვესაუბროს და მიიღოს შესაბამისი რეაგირება ჩვენგან, მაგრამ მსგავსი არასწორი ფორმით, როდესაც მედიის ყურადღების მიპყრობა სურთ და რაღაც პერფორმანსს დგამენ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია," - განაცხადა ირაკლი ბაღათურიამ. 

დღის ამბები