30 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხე - ამირან გამყრელიძე დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს 

მსოფლიო ეპიდაფეთქების საფრთხის წინაშე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის დადებითი დინამიკა აღენიშნებათ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქე 2 პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსი გამოირიცხა, მათ დაუდასტურდათ A ტიპის H1N1.

რაც შეეხება ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მათ ორჯერ ჩაუტარდათ შესაბამისი კვლები, რაც ვირუსული ინფექციების 22 შტამს მოიცავს, ორივე მოქალაქის შემთხვევაში კვლევებით უარყოფითი შედეგი დადასტურდა, თუმცა როგორც გამყრელიძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პაციენტს ჯანმრთელობის დადებითი დინამიკა აღენიშნებათ, მათი ანალიზები ნოტერდამის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და კორონავირუსის შტამით შემოწმდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს რადგან საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება.

დღის ამბები