30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
კორონავირუსის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კორონავირუსის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხედ კორონავირუსი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა. მისივე თქმით, ვირუსის პრევენციისთვის უპრეცენდენტო საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო. საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებულ ქმედებებს გულისხმობს.

ამასთან, ორგანიზაცია ადამიანებისა და საქონელის გადაადგილებას არ ზღუდავს. თუმცა სუსტი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებისთვის ასეთი შეზღუდვები სასურველია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შესაძლებელია, თუ მსოფლიოს ქვეყნები ადრეულ ეტაპზე შეძლებენ ვირუსით დაავადებულთა გამოვლენას, მათ იზოლირებას და დაადგენენ იმ პირებს, რომლებთანაც პაციენტს კონტაქტი ჰქონდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვირუსი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 213 ადამიანია დაღუპული. გამოვლენილია ვირუსით დაინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა. ვირუსი ჩინეთის გარდა კიდევ 18 ქვეყანაში ფიქსირდება.

დღის ამბები