30 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ისტორიაში პირველად მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტო გადაიღეს

ამერიკულმა ტელესკოპმა ისტორიაში პირველად მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტო გადაიღო. ფოტოებზე, რომლებიც ასტრონომებმა გამოაქვეყნეს, 30 კილომეტრამდე ზომის ობიექტები ჩანს.

სურათზე გამოსახული მზის ზედაპირი უჯრედის მსგავსი სტრუქტურისგან შედგება. ტელესკოპი, რომელმაც ფოტოები გადაიღო, ჰავაის კუნძულზე ობსერვატორიაში დგას და ყველაზე დიდი სარკით გამოირჩევა. ტელესკოპი მზის ზედაპირის ახლო მანძილიდან დაკვირვების საშუალებას იძლევა.

დღის ამბები