"ლენო რექორდსი" ღონისძიებათა ახალ ციკლს იწყებს. ხმის ჩამწერი სტუდია ლენო სესიების ფარგლებში მეორე კონცერტისთვის ემზადება, რაც გულისხმობს არტისტებთან ღონისძიებათა ციკლს თავისუფალი ფორმატით და მეტი კომუნიკაციით. პირველ ეტაპზე თვეში ორი ღონისძიება გაიმართება.
სტუდია და დარბაზი ყველა მუსიკალურ მიმდინარეობასა და მის წარმომადგენლებს დაეთმობათ. პირველ თებერვალს ჯგუფი "ლაუდ სფიქერსი" მსმენელის წინაშე უკვე ახალი ალბომით წარდგება. ალბომი კი ამავე სტუდიაში გიორგი გვარჯალაძის უშუალო ჩართულობით მზადდება.
"ლაუდ სფიქერსის" ვოკალისტი, განსაკუთრებული ტემბრის გამო, ყველა მუსიკალურ თხზულებას ადვილად დასამახსოვრებელსა და გამორჩეულს ხდის.
ალტერნატიულმა როკჯგუფმა შემოქმედებითი ცხოვრება 2009 წელს დაიწყო. მას მერე სხვადასხვა ფესტივალსა თუ საკონცერტო დარბაზებში ერთი ალბომი და არაერთი კონცერტი იყო.
პირველ თებერვალს "ლენო რექორდსის" პავილიონში მსმენელს უკვე მეორე ახალ ალბომს წარუდგენენ.
ამ ღონისძიებების ფორმატიდან გამომდინარე, კონცერტის შემდეგ მსმენელთან მუსიკოსების შეხვედრა იგეგმება, სადაც იქნება გულახდილი საუბარი ნებისმიერ მათთვის სასურველ თემაზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული დისკუსია შეუზღუდავი რეგლამენტით.