30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას მოქალაქე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესის დაწყებამდე, ერთ-ერთმა მოქალაქემ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რის შემდეგაც დაპირისპირება გვარამიას დაცვის წევრსა და თავდამსხმელ მოქალაქეს შორის გაგრძელდა. ის სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან განარიდეს.

დღის ამბები