30 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ქალი ვირუსის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა  - ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ქალი ვირუსის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ცოტა ხნის წინ გამართულ, კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს ცხელება და რესპირატორული ინფექციის ნიშნები აღენიშნებოდა. 

"ჯერ არ გაჟღერებულა და პრევენციულად გეუბნებით, რომ არის ასევე მესამე ადამიანი, ქართველი ქალბატონი, რომელიც დღეს საღამოსკენ დაბრუნდა ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით. მას აეროპორტშივე აღენიშნებოდა ცხელება და რესპირატორული ინფექციის სხვა ნიშნები, ამჟამად ის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ჩვენი ბრიგადა გასულია აეროპორტში, იღებენ სინჯს და ჩატარდება მოლეკულური კვლევა ლუგარის ცენტრში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

დღის ამბები