30 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ვაშინგტონი და ბრიუსელი ცდილობენ საქართველო რუსეთთან დაპირისპირების მთავარ ინსტრუმენტად აქციონ - ОДКБ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი

რუსეთის თაოსნობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, ОДКБ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ანატოლი სიდოროვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, საქართველოში აშშ-ისა  და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აქტიურობა ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ Россия сегодня ავრცელებს.

"ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო უსაფრთხოებისთვის გამოწვევად რჩება აშშ-ის და ნატოს სწრაფვა, რომ გააძლიერონ თავისი გავლენები კავკასიაში. ამ ამოცანის მისაღწევად ვაშინგტონი და ბრიუსელი აქტიურად ავითარებენ სამხედრო თანამშრომლობას საქართველოსთან და ცდილობენ ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირების მთავარ ინსტრუმენტად აქციონ. ამ საფუძველზე აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობა მოიცავს თბილისისთვის ფინანსურ დახმარებას, ერთობლივი ოპერატიული და საბრძოლო მომზადების მასშტაბების გაფართოებას და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მოდერნიზაციას. შესაბამისი ღონისძიებები განსაზღვრულია თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის მორიგ ჩარჩო ხელშეკრულებაში 2020-2023 წლებისთვის.

გარდა ამისა, რეგიონში აქტიურ სამხედრო საქმიანობას ცდილობს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც. ამ მიზნით გასულ წელს განხორციელდა ქართულ პორტებში ალიანსის სამხედრო ხომალდების რეგულარული ვიზიტები, ჩატარდა მრავალეროვნული წვრთნები და სხვა ღონისძიებები,"- განაცხადა სიდოროვმა.

 

დღის ამბები