ინდოეთში, საპროტესტო აქციაზე, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიჭრა. დემონსტრაციაზე, სადაც მომიტინგეების უმეტესობა სტუდენტია, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას აპროტესტებენ.
ინდოეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მეზობელი ქვეყნებიდან მუსლიმ მიგრანტებს მოქალაქეობის მიღებას უკრძალავს. მოსახლეობა კანონს არაკონსტიტუციურიურად მიიჩნევს.