დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ხვალ დატოვებს. ევროპარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმება უკვე დაამტკიცა. პირობების შესახებ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 621-მა დეპუტატმა, 49 კი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტი ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან დაიწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წესებს დაემორჩილება.