30 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიის პორტში გემი შეაჩერეს - ბორტზე 6000 მგზავრია

იტალიაში ჩივიტავეკიას პორტში საკრუიზო ლაინერი შეაჩერეს, რომლის ბორტზეც 6000 ადამიანი იმყოფება. დაკვირვების ქვეშაა 2 ტურისტი ჩინეთის ავტონომიური ოლქ მაკაოდან, რომელთაც ცხელება აღენიშნებათ, ისინი ამ დროისთვის გემის ბორტზე კარანტინში იმყოფებიან. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს აქვს გრიპის მსგავსი სიმპტომები. მამაკაცს სიმპტომები არ აქვს, თუმცა მისი იზოლირება პრევენციის მიზნით მოხდა. ორივე მათგანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და ნიმუშები რომის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

გემი "კოსტა სმერალდა"  ჩივიტავეკიას პორტში ხუთშაბათს შევიდა, მანამდე ის მარსელში, ბარსელონაში და პალმა დე მალიორკაში შეჩერდა.

დღის ამბები