30 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
შს მინისტრმა დავით გარეჯთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე მესაზღვრეები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა. ვახტანგ გომელაური იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც 14 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

მინისტრმა მათ პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

"დავით გარეჯის მიმართულებით რა ინციდენტიც მოხდა, ამ ინციდენტიდან გამომდინარე დავაჯილდოვე დღეს ჩვენი მესაზღვრეები, რომლებმაც გმირობა და მამაცობა ჩაიდინეს. იყო პიროვნება ასევე, რომელიც იყო შეიარაღებული ხელყუმბარით, რომელიც ჰქონდა მოყვანილი მზადყოფნაში, ასევე ჰქონდა პისტოლეტი, ისიც მზადყოფნაში და რამდენიმე გასროლაც კი გააკეთა.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებით, მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ეს ადამიანი გაანეიტრალეს," – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები