სენაკში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნაფეტვარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ხანდაზმული ქალი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შეშის ღუმელში ნაკვერჩხლის აალების შედეგად გაჩნდა. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.