30 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
მთავრობა ბიზნესსექტორს წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას სთავაზობს

მთავრობა ბიზნესსექტორს წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას სთავაზობს.

"ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში დამატებით 100 პროექტს გამოიტანს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მისცემს საშუალებას უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მილიონი ინვესტირების ბაზისი შექმნას," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით სახელმწიფო რამდენიმე ძალიან სერიოზულ რეფორმას ახორციელებს.

"ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას. ეს გახლავთ იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართ, როგორც კიდევ "100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზება" ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, ბუნებრივი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალიან სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე, ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები