ევროპარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმება დაამტკიცა. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 621-მა დეპუტატმა, 49 წინააღმდეგი იყო.
მომდევნო ეტაპზე დოკუმენტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
საბჭო ბრექსიტის შეთანხმებას, სავარაუდოდ, 30 იანვარს გააფორმებს, შედეგად კი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.