30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 170 მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 170 მიაღწია. გაზრდილია დაინფიცირებულთა რაოდენობაც. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 8 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსი, რომლის ვაქცინაც ამ დრომდე არ არსებობს, ჩინეთის გარდა 17 ქვეყანაშია გამოვლენილი.

პირველი შემთხვევა დაადასტურა ფინეთმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 იანვარს კორონავირუსის გამო საერთაშორისო დონეზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადებაზე იმსჯელებს. ქალაქ უხანს, რომელიც ვირუსის ეპიცენტრია, ათასობით უცხოელი ტოვებს.

ჩინეთიდან უკვე განხორციელდა იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა ევაკუაცია. ქვეყნის დატოვებას ბრიტანეთის, სამხრეთ კორეის, საფრანგეთის, კანადის, ფილიპინების, მალაიზიისა და ავსტრალიის მოქალაქეებიც აპირებენ.

დღის ამბები