30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
რეორგანიზაციის ფარგლებში აჭარაში, იმერეთსა და კახეთში 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს

რეორგანიზაციის ფარგლებში აჭარაში, იმერეთსა და კახეთში 28 სოციალურ მუშაკს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება უკვე მიუვიდა.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება, იმერეთის რეგიონში შვიდმა, აქედან ქუთაისში 4 მათგანმა მიიღო. ერთ- ერთი მთავარი სპეციალისტი მზევინარ ღაჭავა "კურიერთან" საუბარში გათავისუფლების მიზეზად, გასულ წელს ჯანდაცვის სამინიტროს წინააღმდეგ გამართულ აქციებს უკავშირებს.

7 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს აჭარის რეგიონიდანაც. მოულოდნელი შეტყობინება გათავისუფლების შესახებ მათაც დღეს ჩაბარდათ. საუბარია იმ სოცილურ მუშაკებზე, რომლებიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ბავშვებთან მუშაობდნენ. მათ შორის დაკავებული პოზიცია დაატოვებინეს აჭარის მთავარ სოცილურ მუშაკს. ნინო ცეცხლაძე, რომელიც სისტემაში 2002 წლიდან მუშაობს ამბობს, რომ იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს.

სოციალური მუშაკების ნაწილმა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საველე სამუშაოების შესრულების დროს გაიგო. კახეთის რეგიონიდან ახსნა-გარმატებების გარეშე სამსახური 3 სოცილურ მუშაკს დაატოვებინეს. კახეთში პირველი სოციალური მუშაკი "კურიერთან საუბარში" ამბობს, რომ იმ დაპირებების ფონზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 2019 წელს გასცა, იგი სოციალური სამსახურის გაუმჯობესებასა და კადრების დამატებას ელოდა.

სოციალური მუშაკები ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გასულ წელსაც ითხოვდნენ. ჯანდაცვის მაშინდელ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ანაზღაურება გაიზარდა თუმცა, სტრუქტურაში რეორგანიზაციაც დაიწყო.


სოციალური მომსახურების სააგენტოში დღეს თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად, სწორედ ამ რეორგანიზაციას ასახელებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, სოციალურ მუშაკების მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ შეტყობინება სხვა რეგიონებშიც მიუვიდათ. სოციალური მუშაკები პროფკავშირებთან შეხვედრას გეგმავენ და სამომავლოდ აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები