30 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებში ბრალდებული არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა

პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებში ბრალდებული, არბი ქავთარაშვილი და რუსლან ხანგოშვილის წინა სასამართლ სხდომა დღეს გაიმართა.

პროცესზე მხარებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მტკიცებულებები, წარმოდგენილი ნუსხის შესაბამისად დასაშვებად სცნო. 

დაცვის მხარემ კი, ბრალდების მიერ სასამართლოზე წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადაო გახადა.

გამოძიება 22 წლის არბი ქავთარაშვილს, ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობას და საბრძოლ მასალის შეძენა შენახვას ედავებიან., 28 წლის რამაზ ხანგოშვილს, მის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში გვარებს შორის დაპირისპირება 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

დღის ამბები