საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსის, კობა კოშაძის პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ. იკითხება 2 პოლიციელი, რომლებმაც კობა კოშაძე დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ადვოკატი ისევ აცხადებს, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და მასზე თითის ანაბეჭდები არ არსებობს, რაც ორმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. საპირისპირო ვერსია აქვს ბრალდების მხარეს.