30 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობაში დატოვა.

დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეც უნდა ემსჯელათ, მაგრამ მოსმენა ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო. 10 თებერვალს გაიმართება.

"საქმის გაყალბებსა არც ოქრუაშვილისა და არც ადეშვილის გარეშე არ მოხდებოდა. მე მაქვს 2012 წლის მიქაძის ჩვენება, სადაც ოქრუაშვილს პირდაპირ ადებს ხელს," - განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ.

"მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მიმდინარეობს იმ პირების მიმართ დევნა, რომელებიც არიან ბრალდებულები ამ საქმეში. ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე მოხდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება," - აღნიშნა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.

ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ ბრალი 19 ნოემბერს წაუყენა.

 

დღის ამბები