30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა

კონსტანტინე გამსახურდია  გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ დანიშვნა ნოემბერში მოხდა. 

უწყებაში განმარტავენ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისიწინებით შეირჩა.

27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია ინიშნება.

დღის ამბები