30 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა კარიბის ზღვაში - აშშ-ში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

კარიბის ზღვაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს:

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: კარიბის ზღვაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, შესაძლოა დამატებითი ბიძგების განმეორება და ცუნამის საშიშროება. სანაპირო ზოლის მიმდებარე მცხოვრებ მოქალაქეებს გთხოვთ, თვალყური ადევნოთ და დაემორჩილოთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს: 202-387-2390 - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კარიბის ზღვაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება და გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ფლორიდაშიც ევაკუაცია მოჰყვა. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრა იამაიკას, კუბას და კაიმანის კუნძულებს შორის 10 კმ-ის სიღრმეზე მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კარიბის ზღვის აუზის მთელი მასშტაბით. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყნარი ოკეანის ცენტრმა ცუნამის შესახებ გაფრთხილება მოგვიანებით უარყო.

დღის ამბები