30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდვებს აწესებს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდვებს აწესებს. აფხაზეთის ე.წ. მთავრობის დავალებით, ე.წ. საზღვრებზე - ფსოუს გამშვებ პუნქტზე და ენგურის ხიდზე თერმული ვუზუალიზაციის კამერები დამონტაჟდება და ადგილზე იქნება მობილური კლინიკებიც. ინფორმაციას ამის შესახებ Нужная газета ავრცელებს.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდულ რეჟიმზე გადადის. ასევე, მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, რომ სიტუაციის სტაბილიზაციამდე ჩინეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

დღის ამბები