30 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
16 წლის ლუკა სირაძის საქმე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახალ დეტალებს ასაჯაროებს

16 წლის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახალ დეტალებს ასაჯაროებს. ლონდა თოლორაიას განცხადებით, "მწვანე სკოლამ" არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა დაარღვია. კანონდარღვევაში ინსპექტორის სამსახური კერძო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების პოლიციისთვის გადაცემას გულისხმობს.

"მწვანე სკოლა" 500 ლარით დაჯარიმდა. კახა დავითური გამოძიებასთან მომავალშიც აპირებს თანამშრომლობას და ფიქრობს, რომ მწვანე სკოლის ადმინისტრაციას ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალი არ მიუძღვის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გახმაურებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება - როგორც "მწვანე სკოლის" დარღვევებზე, ასევე კონკრეტულად გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გარდაცვლილის ოჯახის უფლებადამცველი საქმეში სხვა პირების ბრალეულობiს გამოკვეთასაც არ გამორიცხავს.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ამ დროისთვის 2-თვიან წინასწარ პატიმრობაშია, სასამართლო სხდომა 12 თებერვალსაა ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის ოჯახს პროცესზე გამამტყუნებელი განაჩენის იმედი აქვს, ამბის სულ სხვა ვერსიას ჰყვება ჩოლოიანის უფლებადამცველი. გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ახალი მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარემ მოიპოვა, სასამართლოზე სიმართლეს დაადგენს.

ლუკა სირაძის საქმეზე, გამოკითხვები გრძელდება. გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მალე დაასრულებს და სავარაუდოდ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

დღის ამბები