30 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
"უნდა განვიხილოთ შესაძლო ვარიანტი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადმოყვანის" - დიმიტრი ხუნდაძე 

კორონავირუსის გამო, საქართველოს მთავრობა ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას აანონსებს.  საკითხებზე, თუ რა გზებით უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა ტერიტორიიდან, პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები იმ საკითხებს განიხილავენ, თუ რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა.

"უხანში არის საკმაოდ სერიოზული კარანტინი. ჩინელები ძალიან სკურპულოზურად ატარებენ ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ქვეყანაში და ამიტომ, მიმდინარეობს ჯერჯერობით, მხოლოდ მოლაპარაკება,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე შესაძლო ვარიანტების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.

"უნდა განვიხილოთ შესაძლო ვარიანტი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადმოყვანის, ყველა იმ წესის დაცვით, რაც არის დადგენილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციით, ასევე ეპიდემიურ ზონაში საკარანტინო წესების დაცვით და ასევე, იმ უსაფრთხოების ნორმებით, რომ ამ მოქალაქეების უსაფრთხო შემოყვანა ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება გარანტირებულად დაცული უსაფრთხოება,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები