30 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
პრეზიდენტის თქმით, საქართველო მზადაა, მაისში რუსეთის დელეგაცია მიიღოს

"საქართველო აპირებს გადააბიჯოს საკუთარ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უკრძალავს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში, მაისში, საქართველო მზადაა, რუსეთის დელეგაცია მიიღოს.

"ეს ადვილი არ იქნება და ამას, ადვილად არ მიიღებს ქართველი ხალხი, მაგრამ ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ, რადგან ორგანიზაციის  პრინციპებს ვცემთ პატივს"- სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, მოუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, ის პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს.

"საქართველო მიიღებს ევროპის საბჭოს ქვეყნების დელეგაციებს და ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს გადააბიჯოს საკუთარ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უკრძალავს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხდება თბილისის გავლით. ეს კანონი ("კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"), შესაძლოა, შეხებოდა რუსეთის დელეგაციის ზოგიერთ წევრს, თუმცა, რადგან ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაცხადებული პოლიტიკისაგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, ყველა მათგანს, პატივს ვცემთ ამ საერთაშორისო ვალდებულებას და მივიღებთ საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ამას საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციები და ამ ორგანიზაციის პრინციპები გვკარნახობს. ეს მარტივი არაა. ამას მარტივად არ იღებს ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ ამას გავაკეთებთ და ჩვენი პრინციპების და ამ ორგანიზაციის წესების ერთგული დავრჩებით" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში გამოსვლისას.

დღის ამბები