30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებს და თბილისის მერს შორის ლილოში დაპირისპირება მოხდა

ხმაური და დაპირისპირება იყო ლილოს დასახლებაში, სადაც კახა კალაძე საცურაო აუზის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ადგილზე მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები მივიდნენ და მერისგან საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე პოზიციის დაფიქისრება მოითხოვეს.

ინციდენტის დროს დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორისაც მოხდა. დაპირისპირების შემდეგ, დედაქალაქის მერმა ტერიტორია მალევე დატოვა.

"როდესაც კახა კალაძე ლაპარაკობს ვინმეს უზრდელობაზე,  უხერხული ხომ არ არის?! გვახსოვს ჩვენ, ის რომ ჟურნალისტს ეუბნებოდა სიგრძე-სიგანე გეყოფაო. ასევე, ოპონენტებს ეუბნებოდა, მთაწმინდიდან გამოექანეო, ფარჩაკები ხართ და ნაძვისხეზე უნდა დაგკიდოთო და ამის ფონზე ის ლაპარაკობს სხვის უზრდელობაზე და აპრავებს იმას, რომ ტურებივით მიასია თავისი ხელისბიჭები საკრებულოში ერთ კაცს,"- განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობა "შეცვლეს" წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.

დღის ამბები