30 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს დასახლებებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს - ოთო კახიძე

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებისგან გორის რაიონ სოფელ ქერეს მცხოვრებლებისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს და ხელისუფლების ხელშეწყობის შემთხვევაში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი დაცლას გადაურჩება.

"მინდა მივმართო როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ასევე სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს, დაუყოვნებლივ გადადგან ყველა ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ამ სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მისანიჭებლად.

ხელისუფლების ვალდებულებაა იზრუნოს ქვეყნის მოსახლეობაზე და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ დასახლებებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მდებარეობს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

დღის ამბები