30 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის ემზადება

მთავრობა ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მედიასთან საუბრისას გააკეთა. 

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელსაც ექნება  ფინანსური რესურსი და გამოცდილება იმისთვის, რომ პროექტი განახორციელოს.

"კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა. ჩვენ უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლის საფუძველზეც უკვე იქნება შერჩეული ახალი ინვესტორი, რომელსაც ექნება საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება იმისთვის, რომ ეს პროექტი განახორციელოს. ამ ეტაპზე, ხდება ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ წინა ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული 2014 წელს. მას შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უშუალოდ საინვესტიციო ხელშეკრულებაშიც კი ახალი პირობები იყო ჩამოყალიბებული. ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა მომავალშიც მოიაზრებოდნენ ამ პროექტის დამფინანსებლებლად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები