ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში გულუების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ჩხოროწყუს მერიის ინფორმაციით, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია პროგრამულ დახმარებას გაუწევს.