30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
250 ახალი და 70 დასრულებული პროექტი - მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. გასულ წელს ფონდი ორ ახალ პროგრამაში ჩაერთო - საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მშენებლობა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ წელს დაიწყო 250 და დაასრულა 70 პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 366 მილიონი ლარი შეადგინა.

"2020 წლის გეგმები კიდევ უფრო აქტიურია, კიდევ უფრო დიდია. მინდა ავღნიშნო, რომ ამ პროექტების განხორციელებაზე მხოლოდ 2019 წელს დასაქმებული იყო 15 000 ადამიანი, რაც ასევე ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, ასევე ვეხმარებით ქართულ კომპანიებს," - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები