30 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
შს სამინისტრომ, "112" და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გააერთიანა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ორი უწყების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - "112" პრეზენტაციას დაესწრო.

2019 წლის 31 დეკემბერს გაერთიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112" და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის კრიზისული და გადაუდებელი სიტუაციების დროს მოსახლეობისთვის მიწოდებულ სერვისებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტრუმენტებს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მეთოდებს.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ის მოქალაქეები დააჯილდოვა, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს "112"-ზე დარეკეს და უცხო ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, 2019 წლის საუკეთესო ოპერატორი, დისპეტჩერი და ჯგუფის უფროსი დააჯილდოვა.

"დღეს გაკეთდა პრეზენტაცია. ორი სამსახური გავაერთიანეთ. ეს იყო ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც საქართველოს მასშტაბით აკონტროლებს სათვალთვალო ვიდეო კამერებს და "112" ყველასთვის ნაცნობი სამსახური. ერთი მთლიანი, ახალი სიპი შეიქმნა, რომელიც უკვე გაერთიანებულია. ვფიქრობ, რომ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გავიარეთ, ვიმსჯელეთ, ევროპის დიდ ქვეყნებში ვნახეთ როგორ მუშაობდა ეს სამსახურები და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეერთიანებინა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები