30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
დაჭრა "სპარის" სუპერმარკეტში - დაჭრილია 24 წლის მამაკაცი

მორიგი დაჭრის ფაქტი "სპარში" - შემთხვევა ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოხდა. დაჭრილია 24 წლის მამაკაცი. მას ჭრილობები ბასრი იარაღით აქვს მიყენებული.

დაპირისპირების დეტალები უცნობია. საქმეზე გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, "სპარის" თანამშრომელს სამუშაო ადგილზე თავს 30 დეკემბერსაც დაესხნენ, თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა კაცი გასულ კვირას გარდაიცვალა.

"შემოიყვანეს პაციენტი ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობით მუცლის ღრუში. ჭრილობა იყო მუცლის ღრუში შემავალი, დაზიანებული იყო ღვიძლი, მდგომარეობა თავიდან სტაბილური იყო, უმნიშვნელო სისხლის კარგვა იყო მუცლის ღრუში. გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია, ჭრილობის ქირურგიული დამუშავება. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ავადმყოფი იმყოფება პალატაში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - აღნიშნა ქირურგმა.

დღის ამბები