ბათუმელი კუპატა, რომელიც უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო და არაერთი გავლენიანი მედია აშუქებს - ჭკვიანი ძაღლი ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება.
კუპატა უკვე დიდი პატივით სარგებლობს, მას აქვს ახალი სახლი, გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი.
ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის ბინადარი უკვე რამდენიმე წელია, ცხოვრობს. ყველა გამვლელს იცნობს და ბავშვებს განსაკუთრებით ქომაგობს.
ძაღლი ბავშვებს გადასასვლელზე გადასვლაში ეხმარება, შუქნიშანზე მიმავალ ურჩ მძღოლებს ყეფით აჩერებს და გზას სკოლისკენ მიმავალ პატარებს უთმობს, ელოდება და უკან აცილებს.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი