30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
პროტესტი ევროსაბჭოში - საქართველოს, უკრაინისა და ბალტიისპირეთის დელეგაციებმა რუსეთის უფლებამოსილების ცნობა გააპროტესტეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პირველი სხდომა პროტესტის ფონზე გაიხსნა. საქართველოს, უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დელეგაციების წევრებმა დარბაზში ფეხზე ადგომით რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა გააპროტესტეს. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი, საქართველოსა და უკრაინის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები დასახელდა, რომელიც რუსეთს ასამბლეის არაერთი რეზოლუციით დაეკისრა. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოთქმულ პროტესტს ჩვეული ირონიით პასუხობენ რუსი პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ ისინი პროცედურული საკითხების გარკვევას დაელოდებიან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო, ჩამორთმეული ჰქონდა. 2019 წლის ივნისში კი ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო და რუსეთს ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის შესძლებლობა მისცა. 

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განსახილველად მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტებს უკვე გადაეცა. საქართველოს დელეგაციის ყველა წევრი, ოპოზიციაც და უმრავლესობაც, თანხმდება, რომ შესაძლოა პროტესტმა რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერება ამ ეტაპზე ვერ შეძლოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა დონზე პოლიტიკური დისკომპორტი შეექმნათ. 

პოლიტიკური ნაწილის გარდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საკმაოდ დატვირთული იყო არაპოლიტიკური ნაწილი. პირადად საგარეო საქმეთა მინისტრი მასპინძლობდა ფოტოგამოფენას, რომელზეც ნებისმიერ მსურველს საქართველოში ზამთრის ტურიზმის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლო.

დღის ამბები