30 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
რეკომენდაციები საქართველოს მოსახლეობას - კორონავირუსზე შეკითხვებს ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-ის ფეისბუქ ლაივში უპასუხა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა, მსოფლიოში გავრცელებულ ე.წ. ჩინურ ვირუსთან დაკავშირებით, მოსახლეობას "რუსთავი 2-ის" ფეისბუქ ლაივის მეშვეობით მიმართა და ფეისბუქ მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხა. 

იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მთავარი საფრთხე მაინც ჩინეთშია და თუ, ადამიანები ჩინეთში არ აპირებენ გამგზავრებას საფრთხე ნაკლებია.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ საკითხში ჯერჯერობით ყველაფერი გარკვეული არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის მატარებლები  ჩინეთში  ღამურები და გველები იყო, რის შემდეგაც მუტაცია განიცადა და  დღეს ის, ადამიანებზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. თუმცა, საქართველოში მისი გავცელების შანსი მინიმუმია და ქვეყანა ე.წ. მწვანე ზოლში, დაბალი რისკის ქვეყნებშია. 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს:  ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების  სველი წესით დალაგება და ტემპერატურის მატების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, მოსახლეობის შიშები ჩინეთიდან ნივთების გამოწერასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. 

ცნობისთვის,  გუშინ საზღვარი, 144 ჩინელმა გადმოკვეთა, ისინი საზღვრის გადმოკვეთისთანავე შემოწმდნენ, თუმცა არცერთს არ აღენიშნებოდა ტემპერატურა.

ჩინეთიდან ამ ეტაპზე, დროებით 2 ავიარეისია გაუქმებული.

დღის ამბები