30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საქართველოს კვოტით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ირაკლი კობახიძე საქართველოს კვოტით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას თავად ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. 

მისი განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, კობახიძე კოლეგებს ნდობისთვის მადლობას უხდის.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბუნებრივია ვიცე-პრეზიდენტის სტატუსის მიღება, ამ თანამდებობაზე არჩევა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს ნდობისთვის. ბუნებრივია ეს სტატუსი მაძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები. ევროპის საბჭოს წინაშე არის უამრავი საკითხი, რომელიც არის გადასაჭრელი, რაზეც ჩვენს კოლეგებთან ერთობლივი მსჯელობაა საჭირო და ეს სტატუსი ბუნებრივია ამის უკეთეს შესაძლებლობას მომცემს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

დღის ამბები