ღაზის სექტორში მასშტაბური აქცია იმართება. პალესტინელები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას აპროტესტებენ.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს თეთრი სახლის მიერ მომზადებული დოკუმენტი ახლო აღმოსავლეთის შესახებ.
სამშვიდობო გეგმა თეთრ სახლში პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის ოპონენტ ბენი განცთან შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება.
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ მისი ინიციატივით როგორც ისრაელი, ისე პალესტინური მხარე იქნება კმაყოფილი.