30 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
სლოვენიაში პრემიერ-მინისტრი გადადგა

პოლიტიკური კრიზისი სლოვენიაში. თანამდებობიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა. როგორც მარიან შარეცმა განმარტა, მისი მთავრობა მნიშვნელოვანი კანონების მიღებას ვერ ახერხებს, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.

"მე ვერ გავამართლებ ხალხის ნდობას. ვფიქრობ, ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი", – განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა. შარეცის მთავრობა პარლამენტმა 2018 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

დღის ამბები