ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მასში 35 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში გვიან დაეშვა, ბილიკს ასცდა და ქალაქის ერთერთ ქუჩაზე აღმოჩნდა.