30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"ოცნებამ" თავისი მისია ამოწურა, მან ხელისუფლება უნდა დათმოს" - გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია "სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი მისია ამოწურა და მან ხელისუფლება უნდა დათმოს. ჟორჟოლიანის განცხადებით, აუცილებელია მოქმედმა ხელისუფლებამ გზა ჯანსაღ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებს დაუთმოს.

"ოცნება არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა ქვეყანა განვითარების გზით წაეყვანა. ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პროტესტზე დგას - მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება. სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

დღის ამბები