30 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
კონგრესმენების გზავნილებში ფაქტობრივი, არაზუსტი ინფორმაციაა - კახა კალაძე

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მიერ საქართველოში გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ეხმაურება. კახა კალაძის განცხადებით, კონგრესმენების გზავნილებში ფაქტობრივი, არაზუსტი ინფორმაციაა.

"ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ კონგრესმენების წერილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და რეფორმებზე. რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ადამიანებთან ჩასვლა და პირდაპირი კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ, რომ წერილებში, რომლებსაც ჩვენ ვნახულობთ, არის ფაქტობრივი, არაზუსტი ინფორმაცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და საჭიროა სწორი ინფორმაციის მიწოდება," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები