30 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
მმართველი გუნდი თებერვლიდან აშშ-ში ვიზიტებს იწყებს

2019 წლის 19 დეკემბრს შეერთებული შტატებიდან მიღებული წერილი და გიორგი გახარიას პოზიცია - სენატორ როჯერ ვიკერს, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს.

"ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი და შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი უკვე თებერვლიდან დაიწყება. გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია და ჩვენს მეგობრებს, მათ შორის შეერთებული შტატების კონგრესში, არგუმენტებს მივაწვდით. მესმის, რომ არის ხალხი, ვისაც საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებები უხარია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვინც პასუხებს მოამზადებენ დ ექნებათ ნორმალური დიალოგი კოლეგებთან," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის თქმით, საკითხები პირისპირ დიალოგით უნდა გადაწყდეს. 

"ნებისმიერი კითხვა და საკითხი, ან იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა თუ ჩვენ შორის, უნდა იქნას განხილული არა წერილების მეშვეობით, არამედ პირისპირ დიალოგით. არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში საჭირო არ არის, ეს ძალიან კარგად მინდა იცოდეს ყველამ,"-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები