30 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"გრემის" რიგით 62-ე დაჯილდოება კობი ბრაიანტის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერფორმანსით გაიხსნა

კობი ბრაიანტის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერფორმანსით გაიხსნა წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა ლოს-ანჯელესში. "გრემის" რიგით 62-ე დაჯილდოებაზე გამარჯვებულები 84 კატეგორიაში გამოვლინდნენ.

წლის საუკეთესო სიმღერისა და პოპ-ვოკალური ალბომის ავტორი ახალბედა შემსრულებელი ბილი აილიში გახდა. 18 წლის მომღერალმა საერთო ჯამში გრემის ხუთი ჯილდო მოიგო. არაკლასიკურ ჟანრში საუკეთესო პროდიუსერის კატეგორიაში გაიმარჯვა მომღერლის ძმამ ფინეას აილიშმაც.

საუკეთესო სოლო პერფომანისისთვის პრესტიჟული ჯილდო მოიპვა ლიზომ. საუკეთესო ელექტრონული ალბომისა და სიმღერის კატეგორიებში კი The Chemical Brothers-მა გაიმარჯვა. წლის საუნდტრეკებად ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის A Star is born დასახელდა.

გრემის ისტორიაში პირველად პერფორმანსით წარსდგა კორეული ბენდი "ბი-ტი-ესი". ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო 1958 წლიდან გაიცემა.

 

დღის ამბები